27 თებერვლიდან დღემდე დანიაში კორონავირუსის 1 024 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მთავარი რეკომენდაციები თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვაა. როგორც უკვე იცით, ხელების დასაბანად 20 წამია რეკომენდირებული, თუმცა იმ სიტუაციებში, სადაც ხელებს ვერ დაიბანთ, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებაც დაშვებულია.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქალაქეები სუპერმარკეტებს მიაწყდნენ და პროდუქტების მომარაგება დაიწყეს, რაც, თავის მხრივ პრობლემას ქმნის. იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც მთელი მარაგის სახლში გაზიდვა სურდათ, დანიის ერთმა სუპერმარკეტმა გონივრული ხერხი მოიფიქრა.

თუ მომხმარებლები ერთ ცალ სადეზინფექციო სითხეს შეიძენენ, 40 დანიურ კრონას გადაიხდიან, რაც 5,8 დოლარის ეკვივალენტია. თუმცა, თუ ვინმე ორი ცალი ხსნარის ყიდვას გადაწყვეტს, 25-ჯერ მეტის, 1 000 კრონას გადახდა მოუწევს, რაც უკანასკნელი კურსით 145 დოლარს აღემატება.

სუპერმარკეტში გადაღებული ფოტო ტვიტერზე მომხმარებელმა გაავრცელა და მას უკვე ათასობით გამოხმაურება აქვს.

ტვიტერი აღფრთოვანებული დარჩა:

"ნამდვილი გენიოსია!"

"ბრწყინვალე იდეაა! სუპერმარკეტებმა რამდენიმე პროდუქტის შეძენისას გაიაფების ნაცვლად ასეთი ხერხი უნდა დანერგონ. ასე თუ შეაჩერებენ პანიკით გამოწვეულ შესყიდვებს".

ამავე თემაზე: