აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ჩინურია და ამ განცხადებაში რასისტული არაფერია. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ტრამპს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ უწოდებდა COVID 19-ს "ჩინურ ვირუსს", როცა მას ბევრი ადამიანი რასისტულ გამონათქვამად მიიჩნევდა.

"ეს საერთოდ არ არის რასისტული, არა. ის ჩინეთიდან მოდის და ამიტომ არის ჩინური. მე მინდა, რომ ზუსტი ვიყო", — განაცხადა ტრამპმა.