სტატია ეტაპობრივად ახლდება

კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაზეც: თითქმის ყველა პროექტის წარმოება შეჩერდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ამ სტატიაში ეტაპობრივად ყველა იმ მნიშვნელოვანი ფილმისა და სერიალის შესახებ განვაახლებთ ინფორმაციას, რომელთა გადაღებაც ან დაგეგმილი პრემიერა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

Black Widow — შავი ქვრივის შესახებ აგდაღებული ეს ფილმი, რომელსაც მარველის მილიონობით ფანი ელოდა, პირველ მაისს უნდა გამოსულიყო კინოთეატრებში, თუმცა მისი პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

The New Mutants — სუპერგმირების შესახებ გადაღებული კიდევ ერთი ფილმის პრემიერა გადაიდო.

Mulan — დისნეიმ თავისი საკულტო ანიმაციის მიხედვით გადაღებული ფილმის, მულანის დაგეგმილი პრემიერის თარიღი გააუქმა.

No Time To Die — ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერამ აპრილის ნაცვლად ამ წლის ნოემბერში გადაინაცვლა.

Fast & Furious 9 ფორსაჟის სახელით ცნობილი ფილმების სერიის ახალი ნაწილის პრემიერა, რომლის გადაღებები საქართველოშიც მიმდინარეობდა, ეკრანებზე 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გამოვა.

A Quiet Place 2 — ჯონ კრასინსკის გახმაურებული საშინელებათა ჟანრის ფილმის გაგრძელება 18 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო ეს თარიღიც გაუქმდა.

Avatar — ჯეიმს კამერონმა თავისი გახმაურებული ბლოკბასტერის სიქველზე მუშაობა შეაჩერა.

Fargo — ამ ცნობილი დეტექტიური სერიალის მეოთხე სეზონი 19 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა FX-მა პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაწია.

Uncharted — SONY-მ ცნობილი ვიდეოთამაშის მიხედვით დაგეგმილი ახალი ფილმის გადაღებები შეაჩერა.

The Matrix 4 — საკულტო ფილმების სერიის ახალი ნაწილის გადაღებები Warner Bros.-მა დროებით შეწყვიტა.

Fantastic Beasts — Warner Bros.-მა ასევე შეაჩერა ჰარი პოტერის სამყაროს მიხედვით შექმნილი ფილმების სერიის მესამე ნაწილის გადაღებები.

Cinderella — ცნობილი ანიმაციის, კონკიას მიხედვით შექმნილი ფილმის გადაღებები, რომელშიც კამილა კაბელო და ბილი პორტერი თამაშობენ, გადაიდო.

Peaky Blinders — BBC-მ ამ პოპულარული სერიალის მეექვსე სეზონის გადაღებები კორონავირუსის გამო შეაჩერა.

The Witcher — ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს, მხედვარის მეორე სეზონის გადაღებები უსაფრთხოების ზომების გამო შეჩერდა.

Lord of the Rings — ამაზონმა შეაჩერა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტის, ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღებები ახალ ზელანდიაში.

The Handmaid’s Tale — ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სერიალის მეოთხე სეზონზე მუშაობა შეაჩერა სტრიმინგ სერვისმა Hulu-მ.

The Batman — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირის შესახებ ახალი ფილმის გადაღებებიც დროებით შეჩერდა.

Jurassic World: Dominion — ცნობილი ბლოკბასტერის, იურიული სამყაროს ახალი ნაწილის გადაღებები Universal Pictures-მა დროებით შეაჩერა.

Euphoria — HBO-მ შეაჩერა თავისი გახმაურებული სერიალის მეორე სეზონის გადაღებები.

Grace and Frankie — ნეტფლიქსმა თავის კომედიურ სერიალზე მუშაობა დროებით შეაჩერა.

Grey’s Anatomy — კორონავირუსის გამო საკულტო სერიალის, გრეის ანატომიის ახალი სეზონის გადაღებები გაჩერდა.

The Morning Show — ეიფლმა თავისი გახმაურებული სატელევიზიო შოუს მეორე სეზონის გადაღებები დროებით შეაჩერა.

The Falcon and the Winter Soldier — დისნეიმ შეაჩერა მარველის სამყაროს გმირების შესახებ ახალი სერიალის გადაღებები.

Mission: Impossible 7 — ტომ კრუზის მონაწილეობით ცნობილი ფილმების ფრენჩაიზის ახალი ნაწილის გადაღებები იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.

ჩემი ცოლის დაქალები — ცნობილი ქართული სერიალის გადაღებები შეჩერდა.

Friends — სიტკომის ახალ პროექტზე მუშაობა HBO Max-მა შეაჩერა.

Morbius — კომიქსის გმირის მიხედვით გადაღებული ახალი ფილმი, რომელშიც ჯარედ ლეტო თამაშობს, 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გამოვა.

Succession — HBO-მ ამ ცნობილი სერიალის მესამე სეზონზე მუშაობა დროებით შეაჩერა.

The Undoing ნიკოლ კიდმანისა და ჰიუ გრანტის ახალი სერიალის პრემიერა გადაიდო.

Wonder Woman 1984 — Warner Bros.-მა ფილმი პრემიერა 5 ივნისიდან 14 აგვისტომდე გადაწია.

Supernatural — მეთხუთმეტე სეზონის ფინალური ეპიზოდების გამოსვლის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიწია.

The French Dispatch — უეს ანდერსონის ახალი ფილმის პრემიერა 24 ივლისის ნაცვლად 16 ოქტომბერს შედგება.

The Batman — ბეტმენის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს, 2021 წლის პირველ ოქტომბერს შედგება.