დღეს უამრავმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ფეისბუქმა კორონავირუსთან დაკავშირებით თითქმის ყველა პოსტი წაშალა. რამდენიმე მომხმარებელმა სტატია გააზიარა და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია სანდო საიტებზე იყო დაწერილი, შეტყობინება მაინც მიუვიდათ, რომ პოსტი ფეისბუქის სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა და ამიტომ წაშალეს.

"მინდოდა ჩემი საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. თუმცა შეტყობინება მომივიდა, რომ პოსტი წამიშლეს", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე.

სამშაბათს, ფეისბუქის ვიცეპრეზიდტმა, გაი როსენმა, ტვიტერზე დაწერა, რომ ყველაფერი სისტემური ხარვეზის გამო მოხდა:

"ყველა პოსტი აღვადგინეთ, რომელიც შეცდომით წაიშალა. სისტემას კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციები უნდა გამოევლინა, თუმცა ბევრი სხვა პოსტიც ავტომატურად წაიშალა".

მოგვიანებით, ფეისბუქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ალექს სტამოსმა, ტვიტერზე დაწერა, რომ სავარაუდოდ, ხარვეზი პერსონალის ნაკლებობით იყო გამოწვეული. სპამის საწინაღმდეგო მანქანა ახლა სწავლობს ალგორითმებს.

კომპანიამ ორშაბათიდან თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა. მანამდე კი რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავა, რათა კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება აეცილებინათ თავიდან. მათ შორის, ჯანდაცვის ორგანიზაციებს უფლება მისცა, რომ ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაცია დაერეპორტებინათ და საინფორმაციო მოდული შეიმუშავეს, რის მიხედვით მომხმარებლები სწორ და გადამოწმებულ ინფორმაციას მიიღებდნენ.

ამავე თემაზე: