ტექნოლოგიების ერთ-ერთმა უდიდესმა ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად იტალიას პირბადეებით სავსე სამედიცინო ყუთები გაუგზავნა.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, რომ ყუთებს რომაელი ფილოსოფოსის, სენეკას ციტატა ამშვენებს:

"ჩვენ ვართ ერთი ზღვის ტალღები, ერთი ხის ფოთლები და ერთი ბაღის ყვავილები".

ფოტო: Xiaomi Italia

მეგობრული დამოკიდებულება გამოხატა იაპონიამაც ჩინეთის მიმართ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინფექციის კერა კარანტინის ქვეშ იყო. უხანში გაგზავნილ პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთებზე ჩინური, ბუდისტური პოემა ეწერა:

"ჩვენ სხვადასხვა მთები და მდინარეები გვაქვს, მაგრამ მზეს, მთვარესა და ცას ვიზიარებთ".

ამ მხარდაჭერისა და გამამხნევებელი ჟესტის შესახებ წერს გავირუსებულ ტვიტში გაერთიანებული ერების ახალგაზრდა წარმომადგენელი მუჰამედ საფაც.

ბოლო სიახლეები კორონავირუსის გარშემო: