BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ს დიპლომატებს რუსეთში მომდევნო არჩევნების პროცესზე დაკვირვება აეკრძალებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებაში საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ რუს დიპლომატებს აშშ-ში საარჩევნო უბნებთან მისვლა აუკრძალეს:

"ვერ ვხდები, რა სჭირს ვაშინგტონს: მოსკოვის ხელი ყველგანაა, "კრემლის ჰაკერები", საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, რუსი დიპლომატებისთვის საარჩევნო უბნებთან მიახლოების აკრძალვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დიპკორპუსის წარმომადგენლებს ღიად აშინებენ".

უწყების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სერგეი რიაბკობმა Ria Novosti-სთან საუბარში კი განმარტა, რომ რუსეთის წარმომადგენლების აშშ-ს არჩევნებზე დასწრების შეზღუდვა მოსკოვისთვის მიუღებელია.