ევროკავშირის საზღვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 30 დღით ჩაიკეტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, საზღვრების ჩაკეტვა კორონავირუსის გლობალურად გავრცელების პრევენციას ემსახურება და ევროკავშირის მოქალაქეებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ.

ასევე, შეზღუდვა არ ეხებათ: ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებს, დიპლომატებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებს, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ პირებს, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს და იმ ადამიანებს, ვინც ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: