ბრუკლინ ნეტსის კალათბურთელს, კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ჯამში გუნდის 4 მოთამაშეა ინფიცირებული.

"ყველანი იყავით ფრთხილად, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და კარანტინს, ჩვენ ამას გადავიტანთ", — თქვა დურანტმა.

NBA-მ 12 მარტს ყველა თამაში შეაჩერა. ჯერ უცნობია როდის განახლდება სეზონი.

ამერიკაში კორონავირუსის 5 359 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი მინიმუმ 100 ადამიანია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: