საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აზრით, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. ამ თემაზე გიორგი გახარიამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ფაქტია და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. ეს მათი [ოპოზიციის] პოლიტიკური პოზიციაა, რომელსაც ასევე შეფასება ექნება. შეუძლებელია, რომ დღეს ვიღაცამ თქვას, რომ ქართული მართლმსაჯულება არის პოლიტიზირებული", — თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია "ნორმალურად მომუშავე სასამართლ სისტემის" პირობებში ვიღაცას ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია შეწყალებაზე, ისე, რომ ამაში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს. პრემიერის თქმით, ეს ფასი აღიარებაა. 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კი თქვა, რომ ეს მძიმე დღეები იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ "ყველაზე მძიმე იყო მისთვის".