საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აღიარების გარეშე გაუჭირდება იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც პარლამენტში შეჭრისთვის პოლიციელს ესმოხდა თავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ზე ისაუბრა. ჟურნალისტის დამზუსტებელ კითხვას, გულისხმობდა თუ არა ამ ფრაზაში ის ბესიკ თამლიანს, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ "მათ შორის".

"მე მაგალითად, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩემთვის რთულია აღიარების გარეშე შეწყალებაზე საუბარი ადამიანზე, რომელიც კადრებში პირდაპირ ფიზიკურად თავს ესხმოდა პოლიციელს, იმისთვის, რომ შეჭრილიყო პარლამენტის შენობაში და ეს ფაქტი ყველამ ერთად კამერების წინ ვიხილეთ", — თქვა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუს დროს პრემიერმა, ასევე, აღნიშნა, რომ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი აღიარებაა. 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კი თქვა, რომ ეს მძიმე დღეები იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ "ყველაზე მძიმე იყო მისთვის".

13 მარტის გადაწყვეტილებით, სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბესიკ თამლიანი ერთ-ერთია იმ ბრალდებულთაგან, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად აღიარებს და ხელისუფლებას მის გათავისუფლებად ულტიმატუმს უყენებს. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო რეფორმაზე არც საკონსტიტუციო განხილვებში მიიღებენ მონაწილეობას და არც საბოლოო კენჭისყრაში.

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში 20-მდე პირი მისცეს, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი