ტომ ჰენკსის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში დაადასტურა, რომ მსახიობი და მისი ცოლი ქუინსლენდის საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყვილი საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს რაც ავსტრალიაში ფილმის გადაღების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ფილმში ჰენკსი ლეგენდარული მომღერლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს ასრულებს. ამჟამად გადაღებები დროებით შეჩერებულია.

საავადმყოფოდან გამოწერამდე მსახიობმა ტვიტერზე ფანებს მიმართა:

"დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ახლა დროა, რომ ერთმანეთზე და საკუთარ თავებზე ვიზრუნოთ. სიყვარულით, ჰენკსი".

შეგახსენებთ, რომ ტომ ჰენკს და მის ცოლს, კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინეს.

ამავე თემაზე: