საქართველოს ეროვნული ლატარია დღეს 2 წლის გახდა. 24 თვის განმავლობაში ლატარიის სხვადასხვა გათამაშებებში მოგებულია და გაცემულია უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 31 873 000 ლარი!

  • მომენტალური ტიპის 6 ლატარიაში – შვიდიანი", "სამი შანსი", "ჯოკერი", "ფარაონი", "ოქროს საწმის" და "საახალწლო" – მოგების სახით გაცემულია 23 994 000 ლარი!
  • ლოტო 6/42-ში მოგებულია 5 731 000 ლარი!
  • 5/35-ოქროს ბურთში მოგებული და გაცემულია 1 742 000 ლარი!
  • ონლაინ ტირაჟიან ლოტო კენოში და 20 ონლაინ გათამაშებაში მოგებულია 386 581 ლარი!

საქართველოს ეროვნული ლატარია ამ ეტაპზე მომხმარებლებს სთავაზობს ორ ტირაჟიან ლოტო 6/42-ს ჯეკპოტით 580 000 ლარზე მეტი და 5/35-ოქროს ბურთს, რომლის ჯეკპოტი 133 572 ლარია.

კომპანიის ვებგვერდზე www.lotto.ge-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ, ყოველ 5 წუთში ერთხელ ითამაშონ ონლაინ ლოტო კენო და მოიგონ 250 000-ლარიანი ჯეკპოტი! კენოს გარდა საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ სივრცეში შესაძლებელია კიდევ 20 ონლაინ გათამაშებაში მონაწილეობა და სხვადასხვა რაოდენობის თანხის მოგება!

მომხმარებლებში, ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს 6 მომენტალური ლატარია – შვიდიანი, სამი შანსი, ჯოკერი, ფარაონი, ოქროს საწმისი და საახალწლო, რომლებიც ლატარიის სერვისცენტრებისა და საქართველოს ფოსტის ჯიხურების გარდა, დიდ სავაჭრო ქსელებში — კარფურში, მაგნიტში, სპარში, ზღაპარსა და ავერსის აფთიაქებში იყიდება!

და რაც ყველაზე მთავარია — თითოეული გაყიდული ბილეთიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება. ეროვნული ლატარია საკუთარი მომხმარებლების საშუალებით ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

2020 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს მთლიანი საცალო ქსელის ათვისებას, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ლატარიის პროდუქტები, ასევე, იგეგმება ახალი მომენტალური და ონლაინ ლატარიების ჩაშვება!

ამ დროისთვის კი, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე კომპანია გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმში და თქვენც მოგიწოდებთ, დაიცვათ თავი და ახლობლები.

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ ჯანმრთელობას! ყველაფერი იქნება კარგად!