ვარსკვლავურმა წყვილმა, რაიან რეინოლდსმა და ბლეიკ ლაივლიმ სულ ცოტა ხნის წინ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით დააანონსეს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს კორონავირუსის პანდემიისას საკვებით ამარაგებს, 1 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

"მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ვირუსი Covid-19 არამზადაა. თუ მასთან ბრძოლაში დახმარება გინდათ, ესტუმრეთ http://FeedingAmerica.org-ს და/ან http://FoodBanksCanada.ca-ს", — ვკითხულობთ რაიან რეინოლდსის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Feed America მართავს საჭმლის ბანკებს მთელს აშშ-ში და საჭიროების შესაბამისად საკვებს აწვდის მოსახლეობას. სწორედ იმავეს აკეთებს Food Banks Canada-ც, ოღონდ რაიან რეინოლდსის სამშობლოში — კანადაში.

"კორონავირუსი განსაკუთრებულად მძიმედ მოქმედებს მოხუცებსა და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე. ბლეიკმა და მე $1 დოლარი თანაბრად გავყავით და ამ ორ ორგანიზაციას შევწირეთ. თუ თქვენც შეგიძლიათ, დაეხმარეთ მათ".

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი ერთადერთი ვარსკვლავები არ არიან, რომლებმაც ამ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ფინანსური დახმარება გაუწიეს: ბოლო დღეებში ეპიდემიასთან საბრძოლველად გარკვეული თანხები გაიღეს ასევე ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ნატალი პორტმანმა, ბენ აფლეკმა, დებმა ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა და ა.შ.