ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეზღუდა. ამის შესახებ განცხადებას დე ფაქტო ხელისუფლების ფეისბუქგვერდზე ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან არიდებაა.

როგორც ცნობილია, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: