კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით ევროკომისია მესამე ქვეყნების მოქალქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლის აკრძალვის ინიციტივით გამოვიდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დღეს, 16 მარტს, დიდი შვიდელეულის ქვეყნების ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა 30 დღით უნდა დაწესდეს და არ შეეხება ვიზიტებს, რომლებიც განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს, მათ შორის იქნებიან ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ და ისინი, ვისაც ბინადრობის უფლება აქვთ.

ასევე აკრძალვა არ შეეხებათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, თუმცა შენგენის ზონაში არ შედიან, მათ შორის არიან ხორვატიის, ირლანდიის, კვიპროსისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები.

ევროკომისიის ინიციატივა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: