კატალონიის რეგიონის ლიდერს, კიმ ტორს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია, თავად კიმ ტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგოც კიმ ტორმა განაცხადა, მას კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს, რომელსაც დადებით პასუხი აღმოაჩნდა. მისივე თქმით, ის აპირებს, რომ თვითიზოლაციის პერიოდი მთავრობის ადმინისტრაციაში გაატაროს.

კორონავირუსი აღმოაჩნდა, ასევე, კატალონიის მთავრობის მეთაურის მოადგილეს, პერე არაგონესს.

14 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს.

ბოლო მონაცამებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით დაღუპული კი 309 ადამიანია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: