პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს.

"პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა, ექიმებს კი, მადლობა გადაუხადა", — აცხადებს ის.

გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა ინფიცირებული. ინფექციური კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ გამოწერის შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციაში იქნება.

სავარაუდოდ, დღეს მეორე პაციენტის გამოჯანმრთელებაც დადასტურდება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მას ტესტი დღეს ჩაუტარდება და, სავარაუდოდ, მისი პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: