წაიკითხეთ საბაზე უფასოდ წიგნები, რომელთათვისაც "დრო არასდროს გქონდათ"
დადებითი მხარე შეიძლება თვითიზოლაციასაც მოვუძებნოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ წიგნების კითხვა გიყვართ. თანამედროვე, დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ჩვენს ცხოვრებაში წიგნებისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. ადამიანები კითხვის დანაკლისის შევსებას ხან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნის დროს ცდილობენ, ხანაც შაბათ-კვირას. ახლა კი ყველას, ვინც თვითიზოლაციაში, კარანტინში ან უბრალოდ რეკომენდაციების გათვალისწინებით უმეტეს დროს სახლში ატარებს, წიგნებისთვის უამრავი დრო აქვს.
ამ სტატიაში საბას ინიციატივაზე მოგიყვებით, რომელიც წიგნის მოყვარულებისთვის პანდემიის დროს ნამდვილი საჩუქარი იქნება.
რას გვთავაზობს საბა?
16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი საბა, თავის მომხმარებლებს 6 000-ზე მეტ წიგნზე ერთთვიან, უფასო წვდომას სთავაზობს. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით, როგორც ახალი, ასევე ძველი მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ამ მომსახურების აქტივაცია საბას აპლიკაციიდან შეგეძლებათ.
როგორც საბას დირექტორი ირინა ჯავახაძე On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამომცემლობები შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდნენ.
"რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევქმენით პლატფორმა "საბკულტურა", რომლის მიზანია მსგავსი ინტერესებისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანების გაერთიანება. მათ, ვისაც უყვართ კითხვა და სჯერათ რომ კითხვაში გატარებული ყოველი წუთი ცვლის ჩვენს ფიქრებს, ფიქრები ქმედებებს, ქმედებები კი — სამყაროს! სწორედ ამ მოძრაობის ფარგლებში ზაფხულში მკითხველებს შევთავაზეთ განახლებულია აპლიკაცია SABA READER, რომელიც წიგნის მოყვარულებს კითხვის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. დღეს კი ვიფიქრეთ, რომ არსებულ სიტუაციაში, "საბკულტურას", როგორც ლიტერატურულ მოძრაობას, უნდა შეექმნა სივრცე, სადაც ყველა წიგნის მოყვარული მოიყრიდა თავს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ნებისმიერი მომხმარებელისთვის შეგვეთავაზებინა 1 თვის განმავლობაში 6000-ზე მეტ წიგნზე წვდომა სრულიად უფასოდ აპლიკაციით SABA READER."
ირინა ჯავახაძის აზრით, საბკულტურის ჯგუფი საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, აიმაღლონ განწყობა და სასიამოვნოდ გაატარონ დრო. ის, სხვა წიგნებთან ერთად, პრემია საბას 2019 წლის გამარჯვებული წიგნების წაკითხვას ურჩევს მკითხველებს.
გამომცემლობები, რომლებიც უფასო წიგნების ინიციატივას შეუერთდნენ
რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ნეტავ რომელიმე წიგნის წასაკითხად უფრო მეტი დრო გქონოდათ, ან რომელიმე სქელტანიანი წიგნი მომავლისთვის განუსაზღვრელი დროით გადაგიდიათ. ახლა საშუალება გაქვთ, ყველა ასეთ წიგნს და ამბავს მიუბრუნდეთ, საკუთარ თავს უფლება მისცეთ ცოტა ხნით დრო მხოლოდ იმას დაუთმოთ, რაც მართლა გიყვართ. მითუმეტეს, წიგნი, ალბათ, ყველაზე კარგი საშუალებაა არცთუ სასიამოვნო რეალობიდან გასაქცევად.
გამომცემლობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საბას ინიციატივით მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში აღარ დადიან, სტუდენტები, რომლებიც სახლში არიან და ზოგადად ადამიანები, რომლებიც დისტანციური ცხოვრების რეჟიმზე გადაერთნენ, დროს უფრო სასარგებლოდ გამოიყენებენ.
"ვფიქრობთ, რომ საბას ეს ინიციატივა ძალიან დადებითია და მასზე უარის თქმა ნამდვილად არ შეგვეძლო. ჩვენც ლოიალურები ვართ ჩვენი მკითხველების მიმართ და გვინდა, რომ ეს რთული დღეები გავუადვილოთ. ცხადია, ეს იყო საუკეთესო რამ, რაც ჩვენ, როგორც გამომცემლობას შეგვეძლო გაგვეკეთებინა", — აღნიშნავს გვანცა ჯობავა, გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენელი.
On.ge-სთან საუბრისას გვანცა გვიყვება, რომ გამომცემლობისთვის ნაბეჭდი წიგნების უფასოდ დარიგება ბევრად მეტ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული, საბას ინიციატივით კი ინტელექტის გამოცემულ 500-მდე წიგნზე ყველას სწრაფი და ეფექტური წვდომა აქვს.
რჩევის სახით გვანცა ჯობავა მკითხველებს ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე ბრილკას ურჩევს.
"ზოგადად ვურჩევდი, რადგან პირველ რიგში დიდტანიანი წიგნია და ბევრ დროსაც გადაგვატანინებს, თანაც ძალიან საინტერესო საკითხავია. 1 200 გვერდიანი შესანიშნავი წიგნი ახლა სრულად უფასოდაა ხელმისაწვდომი. აქ ერთგვარი "ეპიდემიაც" კია მოთხრობილი, რომელიც საქართველოს მთელი საბჭოთა პერიოდს მანძილზე ჰქონდა. ამიტომ შეგვიძლია ამას გადატანითი მნიშვნელობითაც შევხედოთ და ვნახოთ ის ცხოვრება, რომელიც გამოვიარეთ. გავიგოთ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ შებრძოლებოდნენ ამ ყველაფერს", — ამბობს გვანცა ჯობავა.
წიგნის გამომცემლობებს ახარებთ ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა და ყველა, ვისაც ადამიანის ეს საუკეთესო მეგობარი თაროებზე მივიწყებული ჰყავდა, კითხვას დაუბრუნდა.
სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივა საგანმანათლებლო წიგნებზე გამომცემლობას თავადაც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, საბას შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდნენ.
"კითხვა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება დროის ნაყოფიერად გამოყენებისთვის. ვიკითხოთ მეტი და ვიკითხოთ ის, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდით", — ამბობს თინა მამულაშვილი.
თინა მამულაშვილი On.ge-სთან საუბრისას მკითხველებს ასაკის მიხედვით სხვადასხვა წიგნს ურჩევს:
- უფროსებს — თემურ ბაბლუანის მზე, მთვარე და პურის ყანას. ასევე, ბოლო პერიოდში გამოცემულ ქართველ ავტორებს, მათ შორის აკა მორჩილაძეს, ბესო სოლომანაშვილსა და ზაირა არსენიშვილს;
- მოსწავლეებისთვის, სასკოლო კატეგორიების მიხედვით, სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს, რომლებიც ასაკის მიხედვითაა დაყოფილი და ყველას შეუძლია ინტერესის შესაბამისი ნაწარმოები იპოვოს.
ამ ორი გამომცემლობის გარდა, საბას აპლიკაციაში სხვა მრავალი გამომცემლობის ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებს წაიკითხავთ. როგორც საბას დირექტორი, ირინა ჯავახაძე On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საბას სამომავლოდაც ექნება საინტერესო ინიციატივები და სიახლეები.
მანამდე კი, სანამ დრო გაქვთ, რაც შეიძლება მეტი წიგნის წაკითხვა მოასწარით, რადგან, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა — "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები