დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსის გამო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება.

პარლამენტის შენობაში უკვე გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამ ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:

  • A კორპუსი - მე-3 სართულის ფოიე;
  • B კორპუსი - მე-2 სართული, ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე;
  • B კორპუსი - მე-3 სართული, პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე.

"აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა", - ამბობენ პარლამენტში.

ამასთან, პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სასურველია პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედიიდან მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი.

პარლამენტში განმარტავენ, რომ მიზანი ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციაა.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: