საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პირველ აპრილამდე აჩერებს მუშაობას. ამ პერიოდში ბიბლიოთეკა ვერ მოემსახურება მკითხველებს და წყვეტს დაგეგმილ ღონისძიებებს. ადმინისტრაცია კი აგრძელებს მუშაობას.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს:

"ბოდიში, რომ ვერ შესაბამისად გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლეთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში.
მადლობა თქვენ მოთმინებისთვის!
მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის!
კორონა წავა მალე!"