საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მამალაძისთვის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის "სხვა სახით შეღავათის მიცემას" ემხრობიან.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის "რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით", პატრიარქმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებით მიმართა და ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

"ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ე.წ. ციანიძის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების პროცესი 17 მარტს უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია,

სასჯელის გადავადებაზე პროცესი 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა დეკანოზი სასამართლოში არ ყოფილა. მოსამართლის თქმით, მსჯავრდებულს "თავად არ სურდა პროცესზე მისვლა". მაშინ დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე სხვა ინფორმაცია მიიღეს სასჯელაღსრულებიდან, რომ ვერ ხერხდებოდა მსჯავრდებულის გადაყვანა.

სასამართლო პროცესი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 5 მარტს ჩატარდა, სადაც დეკანოზი მკურნალობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზ გიორგი მუმლაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დეკანოზის სასჯელის გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მოხდეს.