დიდი შვიდეულის (G7) ლიდერები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებთან დაკავშირებით დღეს, 16 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც ლიდერები განიხილავენ, კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და შვეიცარიაში საპროცენტო განაკვეთები საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, აზიასა და ევროპაში საფონდო ბირჟებზე ფასები კვლავ ეცემა.

დიდ შვიდეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი. დიდი შვიდეულს ქვეყნებს როტაციის პრინციპით ამჟამად აშშ ხელმძღვანელობს.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: