დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უწყება საქართველოს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია და დიპლომატიური კორპუსი, ელჩები, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ.

"ყველა ელჩს დავალებული აქვს აქტიურ კომუნიკაციაში იყოს ჩვენს მოქალაქეებთან და ხდება ყველას აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება. განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება ეს, ჩვენი რეკომენდაციაა აქტიურად გამოიყენონ ქართული ავიაკომპანიის მომსახურება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავს", - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრი აზუსტებს, რომ ეს მიმართულებებია: ამსტერდამი, პარიზი, ვენა. ზალკალიანის თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს მოქალაქეები ამ მიმართულებებზე გადაამისამართოს.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყოველ წუთში ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის ფრენების შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით, რომ თუნდაც გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა რომელიმე ახალი მიმართულებით. ჩვენი საკონსულოებიდან და საელჩოებიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად, ანალიზის შედეგად, ვახდენთ იმ ადგილების იდენტიფიცირებას, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია და მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ავიაკომპანიებს, რომ ახალი მიმართულებები გაჩნდეს", - თქვა მინისტრმა.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონურ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 16 მარტს უკვე გადმოიყვანეს საქართველოს მოქალაქეები და ავიარეისი შესრულდება 17 მარტსაც.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: