დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო უწყებათაშორისმა საბჭომ რეკომენდაცია გასცა, რომ კაფეებმა, რესტორნებმა და ბარებმა მომსახურება შეზღუდონ. კერძოდ, ის ნაწილი, რომელიც მომხმარებელთან კონტაქტს ითვალისწინებს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ რესტორნებმა მიტანის სერვისზე იმუშაონ:

"დღეს მე შეხვედრა მაქვს საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიებთან. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებს ამის ორგანიზებაში დავეხმარებით".

როგორ მინისტრი ამბობს, რომ კაფე-რესტორნებისთვის ეს გადაწყვეტილება დიდი სიურპრიზი არ იქნება, რადგან საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად შემზადებული იქნებოდნენ.

"გადაწყვეტილება ახლაა მიღებული და მათ პოზიციებსაც შევიტყობთ, მათ პრობლემებსაც გავივლით. მაგრამ ბიზნესი ძალიან ბევრ რამეზე შეგნებულად უარს ამბობს იმის გამო, რომ მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან. ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესპროცესები", — განაცხადა თურნავამ.

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: