დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სამთხო-სათხილამურო კურორტები დროებით იკეტება. ამის შესახებ უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს, 16 მარტს იმსჯელა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტების დროებითი დახურვა უკავშირდება ჩეხ ტურისტს, რომელსაც გუდაურში მოგზაურობის დროს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა. მინისრის თქმით, ტურისტი საქართველოს საელჩოს თვითონ დაუკავშირდა და ინფიცირების შესახებ აცნობა:

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. მან არ დამალა, ღიად დარეკა და დააფიქსირა და ფოტომასალით აღწერა ის მარშრუტი, რომელ მარშრუტზეც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ".

დღეს, 16 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გავრცელდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს და არ იქნება იქამდე, სანამ ეს გადაწყვეტილებები აღსრულდება, რისთვისაც მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობაა საჭირო.

ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები:

ასევე, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ მიმართონ სერვისცენტრებს. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი შეურაცხყოფას აყენებს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

პანდემია და რეკომენდაციები

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში — 54.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული ისევე, როგორც კაფე-ბარებსა და რესტორნებს. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ასევე, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შეამოწმებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: