დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 15 მარტს თვითიზოლაციის წესები კიდევ 20-მა პირმა დაარღვია. მათი თქმით, მოქალაქეები თბილისიდან, მცხეთიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან და აჭარიდან იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

უწყების განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი.

შსს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქალაქეები ვალდებული არიან დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. ასევე, უწყება მოუწოდებს მათ, რომ გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

პანდემია და რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: