დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი პაციენტის განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. გამყრელიძის განმარტებით, შედეგი "ძალიან, ძალიან სუსტად" დადებითი იყო, თუმცა საჭიროდ ჩათვალეს დამატებითი ტესტის ჩატარება. ამის შესახებ მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

"არ დავადასტურეთ სრული გამოჯანმრთელება და რეკომენდაცია მივეცით, რომ კიდევ ერთხელ აღებულიყო [სინჯები]. გვინდა, რომ ძალიან მყარად ვიყოთ და არ იყო ძალიან მყარად", — განაცხადა მან.

პირველ ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც საქართველოში ირანიდან 26 თებერვალს შემოვიდა, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი ჰქონდა. NCDC-ის განმარტებით, პირი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ 24 საათის განმავლობაში მისი ორივე ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, ამიტომ მას მეორე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი არ აღმოჩნდა.

პირველი პაციენტის გარდა, პირველ ტესტზე უარყოფითი შედეგი ჰქონდა მესამე პაციენტსაც, რომელიც ქვეყანაში, ასევე, ირანიდან შემოვიდა. მისი განმეორებითი ტესტის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

პანდემია და რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: