ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიატარა, შედეგები უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მკურნალმა ექიმმა გაავრცელა.

ტრამპმა კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს, რომელსაც ის შეხვდა, კორონავირუსი აქვს. ეს ინფორმაცია ბრაზილიის პრეზიდენტმა უარყო და განაცხადა, რომ მისი ტესტის შედეგი უარყოფითია.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა შეზღუდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამერიკაში ვირუსით ინფიცირებულია 3 000-ზე მეტი, გარდაიცვალა — 60, გამოჯანმრთელდა — 56. მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირების 157 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია — 5 000-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა — 75 000-ზე მეტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: