კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრები დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. 16 მარტიდან, თბილისსა და რუსთავში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები ტელეფონით, ნომერზე: 241 42 42 და Police.ge-ს საშუალებით შეძლებენ. ესენია:

საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

  • ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება;
  • ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება;
  • ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
  • ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
  • ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
  • გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა;
  • ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა);
  • ცნობების მიღება;
  • მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება.

საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

  • არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება;
  • გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება;
  • სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება;
  • გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება;
  • სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება;
  • სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება;
  • სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება;
  • რეაგირების ოქმის მიღება;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება;
  • ვიდეო ჩანაწერის მიღება;
  • საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად მოქალაქეები უნდა შევიდნე ვებგვერდ Police.ge-ზე.

პანდემია და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: