დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ბაღებში არდადეგების პერიოდში, ის არამალფუჭებადი სურსათი, რომლითაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა ესარგებლათ, ამავე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მშობლები სურსათის წაღებას იმ ბაღებიდან შეძლებენ, სადაც შვილები სწავლობენ. სურსათს პირველად ხუთშაბათს, 19 მარტს გასცემენ, ხოლო შემდეგ ორ კვირაში ერთხელ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე.

კახა კალაძემ ასევე თქვა, რომ ვისაც არ ექნება ბაღებში მისვლის საშუალება, მათ სურსათი ადგილზე მიეწოდებათ და დაცული იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები.

"შექმნილ ვითარებაში, როცა ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე", - თქვა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ, ბაღებს აკისრია როგორც აღმზრდელობითი, ასევე, გარკვეული სოციალური ფუნქციაც, რადგან ბევრ ოჯახს ბავშვები ბაღში კვების სრულფასოვანი რაცონის მისაღებადაც მიჰყავს.

"სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როცა შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლის და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები", - აღნიშნა კახა კალაძე.

თბილისის მერიის ცხელი ხაზი: 032 272 22 22

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: