დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფეციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მას ზედიზედ ორი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა.

"გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი", — განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა ინფიცირებული. ინფექციური კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ გამოწერის შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციაში იქნება.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მას ტესტი დღეს ჩაუტარდება და, სავარაუდოდ, მისი პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევაა და აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, 14 მარტს კი ათენში, მიუნხენდში და მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: