სუპერმარკეტების წარმომადგენლების თქმით, მარაგები აქვთ და ფასების ზრდას არ აპირებენ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოში არსებული მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურსათის მარაგი აქვთ და ამ კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება. ამის შესახებ მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
შეხვედრაზე გუდვილის, აგროჰაბის, ევროპროდუქტის, სმარტის, ნიკორას, სპარის და ორი ნაბიჯის გენერალური დირექტორები იმყოფებოდნენ.
"მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლის რაოდენობა, მაგრამ მარაგები ჩვენს კომპანიებში არის საკმარისზე მეტი", - ორი ნაბიჯის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიორბელიძემ.
კომპანია ნიკორას გენერალური დირექტორი კი აღნიშნავს, რომ არც პროდუქტის, არც ნედლეულის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.
"წარმოიდგინეთ, რომ ახალი წლის წინა დღეებია. მაშინაც ამდენი ხალხია, მაშინაც შეიძლება დაინახოთ დროებით, რაღაც მომენტში ცარიელი თარო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის. მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში", - თქვა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
გუდვილის გენერალური დირექტორის თქმით, მარაგები საკმარისზე მეტია და ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დააკმაყოფილებენ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება ფასების ზრდას, ქსელური მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასები არ შეუცვლიათ და უახლოეს პერიოდში არც აპირებენ.
"ეს მიმართულება არ განიხილება, პრაქტიკულად. ამის საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს, ბაზარზე ფასები არ არის გაზრდილი. ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე, როგორც სხვა ქსელებში, არ მომხდარა დიდ ასორტიმენტზე ფასების ზრდა. 35 000 დასახელების პროდუქტიდან რამდენიმეზე შეიძლება ხდებოდეს ფასის ცვლილება, თუმცა ეს არ ეხება იმ პროდუქტებს, რაზეც მოთხოვნა გაიზარდა. მეტიც, ბოლო დღეების და ბოლო კვირების განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ამ პროდუქტებზე ფასის ცვლილება, აქციებიც არ შეგვიჩერებია", - თქვა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა.
ამასთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასი არ გაიზრდება არც ლარის გაუფასურების გამო, რადგან სურსათი უკვე ნაყიდი აქვთ.
მათივე ინფორმაციით, მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში, "ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით" მუშაობენ.
პრესკონფერენციის ბოლოს ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ დასძინა, რომ არც სურსათის მოწოდების პრობლემა დგას, მაგრამ ასეც რომ მოხდეს "ხელისუფლება მზადაა ძირითადი პროდუქტები ნებისმიერ შემთხვევაში იყოს დახლებზე, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები".
იმაზე, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ არსებობს, ისაუბრეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც. როგორც ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები ამბობენ, რომ სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ არის, ყველა სასურსათო ქსელში აქვთ რამდენიმეთვიანი მარაგი და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
დღეს, 14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მესამეული კონტაქტით ინფიცირების შემთხვევა.
პანდემია და რეკომენდაციები
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა — სია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.
ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები