დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საბერძნეთში, ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ცნობით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასთან საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან.

დღეს, 14 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა მადრიდში მყოფ საქართველოს მოქალაქესაც.

14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მესამეული კონტაქტით ინფიცირების შემთხვევა.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: