პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ როდესაც თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გააუქმა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა:

"როცა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თავისი ბრძანებით, შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა. წვევამდელები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც და ჩემი აზრით, მათი ერთგვარი შეთავსება სამხედრო სარეზერვო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცი, ეს არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური, რომ თავსებადი იყოს ძირითად არმიასთან".

7 ნოემბერს მისი თქმით, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების სისტემა აღდგება. მისი თქმით, ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება და ჩამოყალიბდება ახალი სისტემა.