დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ შექმნილ საიტზე Stopcov.ge-ზეა ასახული.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რიცხვი 418-მდე გაიზარდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსებულია 54 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტროის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფიცირებულები იტალიასთან არიან კავშირში, თუმცა ჯერ უცნობია, თავად იმოგზაურეს თუ კონტაქტების ჯგუფში არიან.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: