დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

თბილისი მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ზიანის შესამცირებლად, ღია კაფე-ბარების მფლობელები 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან.

"ის მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან. დღეს თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომლებსაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ", — თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე ასევე გააჟღერა ინიციატივა, რომ თბილისის უფასო სასადილოები ბენეფიციარებს საკვებს სახლში გაატანენ, განსაკუთრებული საჭიროების პირებს კი სპეციალური ჯგუფი საკვებს სახლში მიუტანს. მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან.

თბილისის მერიის ცხელი ხაზი: 2 72 22 22.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: