კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო იტალია "წითელ ზონად" გამოცხადდა და უსაფრთხოების მკაცრი ზომებიდან გამომდინარე მთელი მოახლოება თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამის გამო დაახლოებით 60 მილიონ ადამიანს თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს და დღის ძირითად ნაწილს სახლში ატარებს. ერთი მხრივ ამ საკმაოდ დამთრგუნველი გარემოების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს მძიმე მდგომარეობას ყველა შესაძლო გზით ებრძოლოს.

მათ შორის ისინი სახლებიდან ხმამაღლა მღერიან და ასე ამხნევებენ ერთმანეთს.

შემდეგი ვიდეო, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა, ქალაქ სიენაშია გადაღებული:

უბრალო სიმღერას კი არა, ლამის მასშტაბური კონცერტების გამართვასაც ახერხებენ:

მუსიკალური აკომპანიმენტისთვის კი ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებენ: იქნება ეს სამზარეულოს ნივთები თუ სხვა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარანტინში მყოფი მოსახლეობა ერთმანეთს ქალაქ ვუხანშიც, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრშიც სწორედ ასე ამხნევებდა ერთმანეთს.

13 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და მათ შორის ათასზე მეტი ფატალური შედეგის გამომწვევი აღმოჩნდა, რაც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამჟამად მსოფლიოში.