განახლება: ბრაზილიის პრეზიდენტმა პირად ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და უარყო საერთაშორისო მედიებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაილ ბორსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. პრეზიდენტს ინფიიცრება მას შემდეგ დაუდგინდა ამერიკიდან დაბრუნდა. ვიზიტის დროს ბრაზილიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა.

პრეზიდენტის შვილი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ამერიკაში ვიზიტის დროს tweeter-ზე წერს, რომ მამამისს ვირუსის სიმპტომები არ აქვს.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრეზიდენტის თანაშემწესაც. ბოლსონარუ ტრამპს ფლორიდაში 7 მარტს შეხვდა, სადაც ვენესუელის კრიზისი, სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოლსონარუს თანაშემწეს კომუნიკაციების საკითხებში, ფაბიო ვაინგარტენს კარონავირუსი აქვს.

თავდაპირველად ვაშინგარტენი უარყოფდა ჯანმრთელობის გაუარესებას, თუმცა 12 მარტს პრეზიდენტის აპარატმა დაადასტურა, რომ ის სახლში კარანტინის ქვეშაა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას არ აწუხებს შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ბოლსონარუ ან მისი თანაშემწე ტესტირებას გადიან. თეთრი სახლის პრესმდივანი, სტეფანი გრიშმანი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებებს აანალიზებენ და სამოქმედო გეგმასაც განსაზღვრავენ.

"არც პრეზიდენტსა და არც ვიცე-პრეზიდენტს არანაირი ინტერაქცია არ ჰქონიათ პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს".

მსოფლიოში კორონავირუსის 125 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 4 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: