კორონავირუსის პრევენციისთვის ხელების ხშირად დაბანის გარდა ისიც მნიშვნელოვანია, რომ სახეს იშვიათად შევეხოთ. ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ ვისრესთ შუბლს ან ნიკაპს, როცა რაიმეზე ვფიქრობთ. ეს ჩვენს კანსაც უქმნის პრობლემას და, როგორც აღმოჩნდა, ზოგად ჯანმრთელობასაც.

გთავაზობთ 13 ხერხს იმისთვის, რომ სახესთან ხელების კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ.

1. გახსოვს, ადრე რომ fidget სათამაშო იყიდე და მერე რომელიღაც უჯრაში ჩააგდე? მოძებნე და ხელების დასაკავებლად გამოიყენე

ფოტო: Fidget Cube

სპინერი და მისი მსგავსი სათამაშოები დაგეხმარება, რომ ხელში მუდამ რაღაც გეჭიროს და სახეს ინსტინქტურად არ შეეხო.

2. სანამ სახესთან ხელს მიიტანდე, გაანალიზე, რამდენ რამეს ეხები დღის განმავლობაში და რეალურად რამდენად ჭუჭყიანი ხელები გაქვს

ყოველდღე რამდენი ადამიანი ეხება კარის სახელურებს, რომელთაც მერე შენ ხელს კიდებ? რამდენი ადამიანი ტოვებს საკუთარ კვალს მეტროში ბოძზე? მას შემდეგ, რაც გააანალიზებ რომ შენი ხელები ვირუსებისა და ბაქტერიების მაგნიტია, ნაკლები შანსია, რომ მათი პირთან მიტანა მოგინდეს.

3. და თუ ცხვირი მოგექავება? გამოიყენე მაღალყელიანი სვიტერის შიდა მხარე

ცხვირი გეფხანება? შეგიძლიათ პირდაპირ კონტაქტს თავი აარიდო და შიდა ნაჭერი გამოიყენო. ნაკლები შანსია, რომ საყელო დაბინძურებული იყოს.

4. თუ მაინც უნდა შეეხო სახეს, გამოიყენე ხელსასახოცი

ფოტო: Akif Kyner

წამწამის მოშორება გინდა? მაშინ სჯობს, რომ ხელსახოცი გამოიყენო და მიკრობებით სავსე თითი თვალთან ახლოს არ მიიტანო.

5. სათვალის შესწორებისას შეეხე მის "ყურს" და არა ჩარჩოს

ამ ჩვევის გამოსამუშავებლად საკუთარი თავის გადაპროგრამება მოგიწევს, მაგრამ, სამაგიეროდ, თავს უკეთ დაიცავ დაავადებებისაგან.

6. თუ მაკიაჟს გამოიყენებ, ნაკლები შანსია, თვალები ისრისო

ფოტო: Kayla Suazo / BuzzFeed

ვის უნდა, რომ იდეალური Smokey Eyes ხელის შეხებით გააფუჭოს?

7. თუ ფრჩხილებსაც იკვნეტ, ამ ძნელბედობის ჟამს კარგი დროა, რომ თავი დაანებო: ამაში მწარე ლაქი დაგეხმარება

ფოტო: Mavala

ხელებს საგულდაგულოდაც რომ იბანდე, ფრჩხილების ქვეშ მაინც ყველაზე ვერაგი ბაქტერიები იყრიან თავს. ასე რომ, ფრჩხილების კვნეტა არა მხოლოდ ცუდი, არამედ სახიფათო ჩვევაა.

8. რეზინის სამაჯური გაიკეთე და ყოველ ჯერზე, როცა სახეს შეეხები, დაატკაცუნე

ასე შეგიძლია შენი თავი დააპროგრამო და შენი სახის კანიც მადლობას გეტყვის.

9. გამოსაჩენ ადგილას სტიკერები მიაკარი

ფოტო: Emma Lord / BuzzFeed

სტიკერები შეგიძლია ყველგან გააკრა, მათ შორის ტელეფონზე, ლეპტოპზე და სხვა ყოველდღიურ ნივთებზე.

10. ეს საიტი დაგეხმარება იმის აღმოჩენაში, რამდენად ხშირად ეხები სახეს

ფოტო: Valentin Popescu

როგორ მუშაობს?

  • ატრენინგებ ალგორითმს, რომელიც შენი ვებკამერით "გაკვირდება";
  • საიტი გატყობინებს, როცა სახეს ეხები;
  • დროთა განმავლობაში სახესთან შეხებას წყვეტ.