დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ხარაგაულში, სოფელ ხუნევში, მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიციამ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მანქანით წყალტუბოში წაიყვანეს.

კარანტინში ქალის გაყვანა თანასოფლელებმა მოითხოვეს. მეზობლების აზრით, იტალიიდან ჩამოსული ქალი საფრთხეს წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 12 მარტის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, აღასრულოს თვითიზოლაციის წესები და თვითიზოლაციაში მყოფი პირები გააკონტროლოს.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: