გავრცელებულმა კორონავირუსმა ჰოლივუდის პავილიონებიც დააზარალა. მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის მერმა საჯარო სივრცეში 50-ზე მეტი კაცის ერთ სივრცეში შეკრება აკრძალა, ABC-მ გადაწყვიტა, რომ გრეის ანატომიის გადაღებები 2 კვირით შეეწყვიტა.

შოუს პროდიუსერებმა ამის შესახებ მსახიობებს წერილით შეატყობინეს:

"გადაწყვეტილება პერსონალის უსაფრთხოების და მერი ერიკ გარჩეტის რეკომენდაციების საფუძველზე მივიღეთ, რომელმაც გვირჩია რომ საჯარო სივრცეში 50 კაცზე მეტის შეკრება არ იყო მიზანშეწონილი".

იხილეთ სრული წერილი:

"ძვირფას მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს:

სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ გადაღებები დაუყოვნებლივ შევაჩეროთ. ჩვენ ორი კვირის მანძილზე სახლიდან დავაკვირდებით სიტუაციის განვითარებას.

გადაწყვეტილება პერსონალის უსაფრთხოების და მერი გარჩეტის რეკომენდაციების საფუძველზე მივიღეთ, რომელმაც გვირჩია რომ საჯარო სივრცეში 50 კაცზე მეტის შეკრება არ იყო მიზანშეწონილი.

იყავით უსაფრთხოდ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩით სახლში და ხელები დაიბანეთ. გთხოვთ თავს გაუფრთხილდით. როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მივიღებთ, აუცილებლად შეგატყობინებთ.

გმადლობთ ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ!

კრისტა, დები და ჯეიმსი.

გრეის ანატომია ABC-ის ეთერში 2005 წლიდან გადის. ამჟამად, სულ 16 სეზონია სრულად გადაღებული და თითო სეზონი 25 სერიას მოიცავს. სანამ გადაღებების შეჩერებას გადაწყვეტდნენ, ჯგუფი მე-17 სეზონის 21-ე სერიაზე მუშაობდა.