ტურიზმის სექტორს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდება
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ 18 ათასს კომპანიასა და ამ სფეროში 50 ათასს დასაქმებულ პირს 4 თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდებათ. მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ივნისიდან გადასახადების გადახდას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ, ხოლო მარტიდან ივნისამდე გადავადებული დავალიანების გადახდას კი პირველი ნოემბრიდან დაიწყებენ.
მისივე თქმით, ეს ამ სექტორში დაახლოებით დამატებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს დატოვებს.
"მთავრობამ ამ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებული ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში 4 თვით, პირველ ნოემბრამდე, გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს", — განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სახელმწიფო აქამდე დაგეგმილი 600 მილიონი დღგ-ს ნაცვლად, ეკონომიკას და კომპანიებს დაუბრუნებს დამატებით 600 მილიონს, "რაც დღგ-ს საშუალებით ერთი წლის განმავლობაში ეკონიმიკას დაუბრუნებს მილიარდ ორასი მილიონის ფინანსურ რესურსს".
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური სტიმულირებისთვის მილიარდი ლარია მობილიზებული. ამასთანავე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო წლის ბოლომდე დამატებით 300 მილიონ ლარს მიმართავს. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა დახმარებისთვის მიმართავენ ყველას, პირველ რიგში, კი ქართუ ფონდს.
გახარიას განმარტებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორის დარგში კომპანიებს 4 თვით გადაუვადებენ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს. ასევე, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის საპროცენტო მომსახურებას სახელმწიფო დაფარავს. მისივე თქმით, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში კერძო კომპანიებს ბანკები სესხის რესტრუქტურიზაციით უზრუნველყოფენ.
ამავე პროგრამის ფარგლებში, პრემიერის თქმით, საბანკო სექტორთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები 3 თვის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებული იქნებიან სასესხო ვალდებულებებისგან.
პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გავლენა იქონია პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა. მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ საკითხზე და დარწმუნებული არის, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები