არქიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 30000 ლარი გამოყო
არქის დამფუძნებლის, ილია წულაიას განცხადებით, კომპანია 30 000 ლარს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად გამოყოფს. თანხა შესაბამის ფონდსა თუ ორგანიზაციაში გადაირიცხება.
"მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის მზად, თანხები გაიღოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ბევრი კომპანია შემოგვიერთდება და ერთად შევძლებთ, დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსის დროულად დამარცხებაში", — აცხადებს ილია წულაია.
არქის განცხადებით, კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. არქიში შემუშავებულია სპეციალური პროცესები, რომლის მიხედვითაც არსებული მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ ყველა საკითხის გავლასა და შეთანხმებას სერვისმენეჯერებთან. რაც შეეხება ბინის შეძენის მსურველებს, მათთვისაც მარტივი პროცედურები შეიქმნა, რომლებიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, დისტანციურად გაესაუბროს პერსონალურ მრჩეველს, გაეცნოს არქის პროექტებს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ბინა.
"ოფისში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და დაცული გვაქვს ყველა სანიტარიული ნორმა, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ვარჩიეთ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რომ მოვახდინოთ დამატებითი პრევენცია. თანამშრომლების 80% იმუშავებს დისტანციურად, თუმცა ადგილზე ყოველდღიურად იქნება მორიგე პერსონალური მრჩეველი, რომელიც შეხვდება მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში", — აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქიში ხაზგასმით აცხადებენ, რომ აღნიშნული არ ეხება მშენებლობის პროცესს. ყველა მშენებლობაზე სრულად დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმები. პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ყველა პროექტი დათქმულ ვადაში ჩაბარდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები