კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფი ტრუდოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ის თავს კარგად გრძნობს, რჩება იზოლაციაში და მისი სიმპტომები ზომიერია", — წერს გამოცემა.

კანადის პრემიერი ცოლთან ერთად იზოლაციაშია. ჯანსტინ ტრუდოს თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ, 12 მარტს გავრცელდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებისას სოფი ტრუდოს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა.

ტრუდოს ოფისში განმარტავენ, რომ პრემიერს სიმპტომები არ აქვს, მაგრამ 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში დარჩება. ჯერ უცნობია როდისაა დაგეგმილი ჯასტინ ტრუდოსთვსი კორონავირუსის ტესტის გაკეთება. მის ოფისში განმარტავენ, რომ პრემიერი მუშაობას განაგრძობს და ის პარასკევს კანადის მოქალაქეებს მიმართავს.

ამჟამად კანადაში კორონავირუსის დაახლოებით 103 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიოში ვირუსის 125 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 4 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: