12 წლის ავსტრალიელი კემპბელ რაიმსი საკუთარი ხელით ქმნის სათამაშოებს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებიან და საავადმყოფოში უწევთ ყოფნა.

როდესაც რაიმსი 9 წლის იყო, მშობლებს გაანდო, რომ იმ ბავშვებისათვის, რომლებიც შობას საავადმყოფოში ხვდებოდნენ, საჩუქრების გაგზავნა სურდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდებოდა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა პროექტ 365+1-ის იდეა: რაიმსმა გადაწყვიტა საკერავი მანქანით თავადვე შეექმნა სათამაშოები თანატოლებისთვის.

პროექტს 365+1 წელიწადში დღეების რაოდენობის გამო დაერქვა და გულისხმობს იმას, თითო დღეს თითო საჩუქარი უნდა შეიქმნას. ამ იდეამ მოიცვა არა მხოლოდ სოციალური მედია, არამედ სატელევიზიო გადაცემები და პრესა, შეიქმნა საიტიც, სადაც ბიჭს ამ არაჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებიან.