სერიალ მისტერ რობოტის ვარსკვლავი რემი მალეკი ოფიციალურად დაამტკიცეს ფრედი მერკურის როლზე ბრაიან სინგერის ფილმში ბოჰემური რაფსოდია.

ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ Queen-ის შესახებ მოგვითხრობს.

ფრედი მერკური ბავშვობაში ინდური მუსიკას უსმენდა, ყველაზე მეტად კი ინდოელი მომღერალი ლატა მანფეშკარი მოსწონდა. მის პირველ ინსპირაციადაც ეს უკანასკნელი ითვლება. ინგლისში გადასვლის შემდეგ ის გატაცებული იყო ბითლზით, ჯონ ლენონით, ჯიმ კროკით, ელვის პრესლით, ლედ ზეპელინით, როლინგ სტოუნზით, ჯიმი ჰენდრიქსითა და ლაიზა მინელით.

ფრედი ლეგენდარულ ვოკალისტად არის აღიარებული მუსიკის ისტორიაში.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 1970-იან წლებში მერკურის ურთიერთობა ჰქონდა მერი ოსტინთან, 1980 წლიდან კი საჯაროდ განაცხადა, რომ გატაცებული იყო მამაკაცებით და ექვსი წლის განმავლობაში ჯიმ ჰიუტონთან ერთად ცხოვრობდა.

ფრედი მერკური და ჯიმ ჰიუტონი

ფოტო: feelnumb

მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. პრესა და ფანები თანდათან ხვდებოდნენ, რომ მათ საყვარელ მომღერალს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად გამოიყურებოდა და Queen-იც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური გავრცელებულ აზრს უარყოფდა.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ აღიარა, რომ შიდსი ჰქონდა. მომდევნო დღეს, 24 ნოემბერს ლეგენდარული მუსიკოსი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც უკურნებელი სენის გამო გაურთულდა.