ავსტრალიაში, სიდნეის თავზე თვითმფრინავით წარწერა "Wash Hands" (დაიბანეთ ხელები) გააკეთეს. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას პირადი ჰიგიენის დაცვისკენ, განსაკუთრებით კი ხშირად ხელების დაბანისკენ მოუწოდებს.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის 140 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი გამოჯანმრთელდა. მსოფლიო მასშტაბით კი კორონავირუსი 126 ათასზე მეტ ადამიანს დაუფიქსირდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: