ისუტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოწმობს, რომ საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. აშშ-ს ტეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში გუშინ, 11 მარტს გამოაქვეყნა.

"ყველა ანგარიში არის გაანალიზებული და ეს კონკრეტული ანგარიში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ ადგილას გაჩერდეს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს", — თქვა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოზე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ზოგიერთ დარღვევაზე არასათანადო ზომები მიიღო.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების საქმე, ასევე, 2019 წლის მოვლენებიც. მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენები, სადაც პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაზეა საუბარი. ანგარიშში ადამიანის უფლებების შეფასებისას საუბარია ლგბტ ადამიანების უფლებებზე და მათ წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარაზე.

ასევე, ანგარიშში მნიშვვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემასა და "პოლიტიკურად მოტივირებულ" საქმეებს. მათ შორის მოხვდა: თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ტვ პირველის მფლობელის მამის, რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეები.

გაიგეთ მეტი: