დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

კორონავირუსის გამო მთავრობის საგანგებო მუშაობის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრობაციონერები დროებით გაათავისუფლა ვალდებულებისგან. 12 მარტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, წულუკიანმა ყველა პრობაციონერს მიმართა, რომ დღეიდან 14 აპრილის ჩათლით, გათავისუფლებული არიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისაგან:

"ე.წ. თითის დადება, ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება".

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო სტრუქტურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: