ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ისინი მზად არიან ეკონომიკასა და ბიზნესს უფრო კომპლექსური გეგმა შესთავაზონ. თურნავას განმარტებით, გეგმა არა მხოლოდ ტურიზმს მოიცავს, არამდეს, ზოგადად ბიზნესს. მისივე თქმით, დღის განმავლობაში დაიხვეწება გგემა და მალევე გასაჯაროვდება.

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადალახვა მთლიანად მსოფლიოში და მსოფლიო არის კონსოლიდიერებული. სანამ ნეგატიური ზეგავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე, უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე, ზრუნვა დასაქმებაზე",— ამბობს მინისტრი.

თურნავას თქმით, ბიზნესის სტიმულირების ცენტრალური ნაწილი იქნება ტურიზმი, რადგან ტურისტული ინდუსტრია ზარალდება იზოლაციის გამო:

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც აქამდე ვიყავით ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი განვიმტკიცოთ. ეს იქნება გლობალურად ქართული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი იმისთის რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას".

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა კორონავირუსის გამოწვევების ფონზე, 12 მარტის ბოლომდე შეიმუშავონ "ეკონიომიკური სტიმულირების გეგმა". გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეფექტურად უპასუხონ გამოწვევებს.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: